მინისტრი არჩევნებზე: შოკისმომგვრელი შედეგი დაჯდა, ობიექტური, მაგრამ სამწუხარო
ფინანსთა მინისტრი არჩევნების შედეგებს აფასებს.
"არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, არანაკლები ნებისმიერი თვალსაზრისით, ვიდრე წინა რომელიმე არჩევნები ჩვენს ისტორიაში. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ისეთი შედეგი დადგა, რომ არც ოპოზიციის დიდი ნაწილი და არ დაგიმალავთ, რომ მგონი, არც ჩვენ ველოდით. ანუ, ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც მათ მოღვაწეობის არეალს უზღუდავს. მოლოდინი იყო, რომ ბევრი მათგანი გაცილებით მეტს აიღებდა და "ნაციონალური მოძრაობა" ნაკლებს. ისეთი კონფიგურაცია დაჯდა, რომ ოპოზიციონერები პრაქტიკულად ამის მძევლები არიან. არ გეგონოთ, რომ ამით ვინმე ბედნიერია. ალბათ, ჩვენც გვერჩივნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამდენი არ აეღო და უფრო მეტი აეღო სხვას.
ამან ერთგვარად შეზღუდა მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დიაპაზონი. იძულებულები არიან რადიკალიზმის, რადგან დაბალი შედეგი აქვთ. არავისთვის ეგ კარგი არაა. ის, რომ მათ დიაპაზონი შეეზღუდათ ამიტომ იმის თქმა, რომ არჩევნები გაყალბდა... ყველამ იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულმა, პოლიტიკურ ელიტაში. შოკისმომგვრელი შედეგი დაჯდა. ობიქტური, მაგრამ სამწუხარო. ამის ლეგტიმაცია რომ კითხვის ნიშნის ვეშ დავაყენოთ... ძალიან ძვირი ჯდება ეკონომიკურადაც და ეპიდემიოლოგიურადაც",- აღნიშნა მაჭავარიანმა.