საზოგადოება
06/04/2022

მეტეხის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება - პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარია

მეტეხის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი დაიგება, ტროტუარები ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, დაგეგმილია ფასადებისა და თაღების გამაგრება და დამუშავება, გარდა ამისა, ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები განახლდება, თუმცა იერსახეს არ შეიცვლის. 

"დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად ნაწილობრივ შეიზღუდება. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება უკვე სამუშაოების დაწყება", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მლნ ლარია. 

Businesspartner