საზოგადოება
06/07/2022

მესტიის მერი: სვანეთში გზების სრულ რეაბილიტაციას 60 წელი სჭირდება

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟლიანი სვანეთში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურაზე „ბიზნესპარტნიორთ ან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ჯამში რეგიონში 847 კილომეტრის შიდა გზაა. შესაბამისად, მისი რეალიბილიტაცია დაწყებულია, თუმცა, მისი დასრულება 2-3 წელიწადში ვერ მოხერხდება.

„სვანეთში არსებული გზების სრულყოფილ რეაბილიტაციას 60 წელი სჭირდება.  1 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია 1 მლნ ლარი ჯდება. ჯამში 847 კილომეტრის რეაბილიტაციას წარმოიდგინეთ რა ოდენობის თანხა სჭირდება? 847 მილიონი ლარის მობილიზება რომ 1-2 წელიწადში ვერ მოხდება, ეს ხომ ფაქტია.

მაგალითად, ავსტრიაში გზების მოწესრიგება 1960 წელს დაიწყო და 60 წლის შემდეგ დასრულდა. ეს სტანდარტია, გზას შეკეთების შემდეგ სჭირდება მოვლა-პატრონობა,შესაბამისად, ამის სახსრები გამოსანახია.ეს ყველაფერი კი ეკონომიკის გაძლიერებაზეა დამოკიდებული “-აცხადებს ჟორჟოლიანი.

Businesspartner