საზოგადოება
08/09/2021

მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით 10 სექტემბრიდან განცხადებების მიღებას იწყებს. 

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2250 ლარია, სემესტრულად 1125 ლარი.

დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ. 

“2021 წელს პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაფინანსება მიეღო. 

2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია. 

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ამ ცვლილებების შედეგად 1400 სტუდენტი დაფინანსდა“,- აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

განაცხადები დაფინანსებაზე 30 ოქტომბრამდე მიიღება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023