საზოგადოება
13/05/2021

მეორე დოზა 120 დღის შემდეგ - გაიდლაინები ვაქცინირებულთა ინფიცირების შემთხვევაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირველი დოზით ვაქცინაციის შემდეგ 300 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. აქედან 98%-99%-მა ინფექცია მსუბუქად გადაიტანა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი პირველი დოზით ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდება, მეორე დოზას ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ მიიღებს.

“ჩვენთან 2 დიდი ბაზაა. ერთ ბაზაში ფიქსირდება ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. მეორეა იმუნიზაციის ბაზა, რომელიც ამოწმებს ბოლო 120 დღის განმავლობაში ხომ არ გქონდათ ინფიცირება. დადებითობის შემთხვევაში ასეთი პირები ვერ დარეგისტრირდებიან ვაქცინაციაზე. იგივე იქნება იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირდა. მათი შემდგომი აცრა იქნება 120 დღის შემდეგ. ვაქცინის მეორე დოზა არავის დაეკარგება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.