საზოგადოება
25/01/2021

“მედალფა“: ჟანგბადის ხარჯი დაახლოებით 34-40%-ით გაგვეზარდა

„მედალფას“ გენერალური დირექტორის განმარტებით,ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდა კლინიკებს არაერთი მიმართულებით  პრობლემას უქმნის. გიორგი ამბროლიანის თქმით, ეს გამოწვევა განსაკუთრებით საყურადღებოა ჟანგბადის წარმოქმნის პროცესში. „მედალფას“ გენერალური დირექტორის რწმუნებით, ჟანგბადის თანხა ამ მიზეზის გამო დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.

„ყველაზე მოულოდნელი და მწვავე პრობლემა, რაც ახლა კლინიკებს დაუდგა, ეს არის კომუნალური გადასახადის ზრდა. მივიღეთ დაპირება, რომ ეს საკითხი ეკონომიკურ ჯგუფთან ერთად განიხილება. როდესაც კომუნალურ გადასახადზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა კლინიკისთვის მხოლოდ ფინანსური ნაწილში დგება. კომუნალური გადასახადი ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს, იგივე ჟანგბადის წარმოქმნაზე. მისი მაღალი ფასი კი პირდაპირ, ან ირიბად გვიძვირებს ხარჯს. ჟანგბადის თანხა დაახლოებით 34-40%-ით გაგვეზარდა.“,- აღნიშნა ამბროლიანმა.