საზოგადოება
17/08/2021

მასობრივი ვაქცინაცია ავლაბარშიც იქნება შესაძლებელი

თბილსში კიდევ ერთი ლოკაცია დაემატება, სადაც მასობრივი ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. ამისთვის შერჩეულია ავლაბრის ტერიტორია. 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იქ განთავსდება 10-ზემეტი ბრიგადა და დღეში 15000-მდე ადამიანის მომსახურებას შეძლებენ. 

ავლაბარში კონკრეტულად რა ადგილას განთავსდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი, მინისტრის განცხადებით, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შესაძლებელია: 

ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.

„ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას 22) - ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან - 17:30-მდე.

მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა 9) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე.