საზოგადოება
16/11/2021

მართვის მოწმობის აღების პირობები 2022 წლის 25 აპრილიდან შეიცვლება - პროექტი დამტკიცებულია

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილება "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

ცვლილების თანახმად, პირველ ეტაპზე გამოცდა დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამად ხორციელდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შს მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე. 

მსუბუქი ავტომობილებისთვის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება 2022 წლის 25 აპრილიდან, დანარჩენი ავტომობილებისთვის კი, 2022 წლის 7 ნოემბრიდან.