საზოგადოება
24/06/2021

მამუკა ხაზარაძე: საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ყველა დიდი პროექტი გაჩერდა

ოპოზიციონერი დეპუტატის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, საქართველო ღარიბი ქვეყანა იმიტომ არის, რომ ხელისუფლებას “დიდი იდეები“ არ აქვს. ყველა დიდი პროექტი კი, რომელიც დაიწყო, გაჩერდა. დეპუტატი ერთ-ერთ დიდ პროექტში ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას გულისხმობს.

“ღარიბი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ 9 წლის განმავლობაში “ქართული ოცნებისგან“ გლობალური დიდი იდეა მე ვერ მოვისმინე. დიდი პროექტები, რომელიც დაიწყო, ყველა გაჩერდა. ყოველთვის ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო ანაკლიაზე, რადგან თქვენ ანაკლია, ეს ქვეყნის უზარმაზარი პროექტი ერთ კაცში გაასხეულეთ - ანაკლია და მამუკა ხაზარაძე, და დაივიწყეთ, რომ ამის უკან დგას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ჩვენი ხვალინდელი ეკონომიკა, უამრავი სამუშაო ადგილი, მსოფლიოს 4 წამყვანი ბანკი, უაზარმაზარი ინვესტორები მსოფლიოს 5 ქვეყნიდან. ახლა მე მინდა დაგამშვიდოთ, რომ თქვენი მთავრობის მეოხებით, მამუკა ხაზარაძეს კი არ წაართვეს ანაკლია, წაართვეს ინვესტორებს, 80 მლნ დოლარი, რომელიც ამ ხალხმა, ჩემმა ჯგუფელებმა ჰარვარდიდან,  ჩემი ნდობით, ამ ქვეყნის ნდობით ჩადეს 4 კმ-ში კონფლიქტის ზონიდან და თქვენ ამხელა პროექტის ჩაგდების მერე მესაუბრებით ინვესტიციის შემოტანაზე.

2 წელი გავიდა, რაც მთავრობამ ექსპროპრიაცია გაუკეთა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინვესტიციას ამ ქვეყანაში, აფხაზეთიდან 4 კმ-ში და არაფერი არ შესთავაზეთ, არც ახალი ინვესტორი, არც გამოსავალი, არც ძველს დაელაპარაკეთ, ვის ინტერესებს ემსახურება ეს? თუ არა რუსეთის. ამ პოლიტიკით თქვენ საქართველოს წაართვით უნიკალური შანსი, რომელიც 90-იანი წლების განმავლობაში გაგვიჩნდა ბაქო-ჯეიჰანის თვალსაზრისით, წაართვით იმიტომ, რომ გავხდით ჩიხი, არავის აღარ სჭირდება საქართველო, როგორც სატრანზიტო გზა“,- მიმართა მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების“ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023