საზოგადოება
19/02/2021

მაია ცქიტიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილს ვთხოვე, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს

მაია ცქიტიშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მისი მოადგილის ირაკლი ქარსელაძის კანდიდატურაა დასახელებული.

როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს თავად სთხოვა, რომ აქტიური პოლიტიკიდან გასვლის საშუალება მიეცა.

„ირაკლი ღარიბაშვილს 15 წელია ვიცნობ. ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირდებს. მას გულწრფელად ვთხოვე, მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან. ჩემთვის მისასალმებელი და საინტერესოა, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში დავბრუნდე. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე სხვადასხვა პოზიციაზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც იკავებდა.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022