საზოგადოება
17/02/2021

მაია ცქიტიშვილი: გერმანიაში ნაშოვნი ფულით ზოგმა შეიძლება საკუთარი ბიზნესი დაიწყოს

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმება, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ღირსეული ანაზღაურება მიიღონ. ზოგიერთმა კი, ამ თანხით შესაძლოა საქართველოში საკუთარი ბიზნესი დაიწყოს და თანამოქალაქეები დაასაქმოს.

„საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ია. ეს ნიშნავს, რომ 300 000-მდე ადამიანი უმუშევრად ირიცხება ოფიციალურად. ბუნებრივია ყველა ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ იპოვონ დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ღირსეულ შემოსავლებს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ, შევქმნათ სამუშაო ადგილები უშუალოდ ქვეყანაში, ვეძებთ საშუალებას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უცხოეთში ლეგალურად დასაქმება შეძლონ. ეს არის დამატებითი საშუალება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, ღირსეული ანაზღაურება მიიღონ. სრულიად ლეგალურად მათ ექნებათ საშუალება, 3-4 თვის განმავლობაში იმუშაონ სხვა ქვეყანაში, შემდეგ დაბრუნდნენ და გააგრძელონ თავისი ოჯახების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება უცხოეთში და მუშაობს იმისთვის, რომ თავისი ოჯახები არჩინონ. ამ ადამიანებსაც ექნებათ საშუალება, რომ ლეგალურად დასაქმდნენ. ის თანხა, რასაც გერმანიაში იშოვიან, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. შესაძლოა ამ ადამიანების ნაწილმა ამ თანხებით საკუთარი ბიზნესი შექმნან და დაასაქმონ სხვაც. ამდენად, მხოლოდ მივესალმებით ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023