საზოგადოება
24/03/2021

მაღლივი კორპუსის და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება

თსუ-ს მაღლივი კორპუსის და ბაგების დამაკავშირებელ საბაგიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. 

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება. 

“სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მ. სიგრძის საბაგირო გზა. ის ახლა გადმოეცემა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. პარლალეურად მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა, სარევიზიო სამუშაოები. საბაგირო 20 აპრილიდან ამუშავდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

Businesspartner