საზოგადოება
24/07/2020

"ლილო მოლი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

„ლილო  მოლი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის გამკაცრებულია კონტროლი, ადგილზე მუშაობს 6 ჯგუფი.

მათ შორისაა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, შემოსავლების სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული უწყებები აკონტროლებენ როგორ ხდება მეწარმეების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი რეკომენდაციების შესრულება.

„ეპიდემიოლოგიურმა  სამსახურმა დღეს დაიწყო ტესტირება და გაგრძელდება ვიდრე არ მოვიცავთ მთლიანად პერიმეტრს და არ დავაზღვევთ რისკებისგან ყველას,“ - აცხადებს კვარცხელია.

მისი განცხადებით, კარანტინის შემდეგ  „ლილო მოლში“ მუშაობა 100%-ით, ჩვეულ რეჟიმში აღდგა. „უბრალოდ, ვცხოვრობთ Covid-19-თან ერთად და ვცდილობთ  შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, - აცხადებს კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიან სკრინინგზე გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ აღნიშნულ ბაზრობაზე გარდაბნის მცხოვრებლების დიდი ნაწილი მუშაობს და როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ამ რაიონში ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020