საზოგადოება
25/06/2021

“ლიბერთი ბანკი“ მზადაა სესხს პროცენტი დააკლოს და 1 წლით ადრე კონტრაქტიც გაწყვიტოს - დეპუტატი  

ოპოზიციონერი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საპენსიო თემაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, “ლიბერთი ბანკმა“ თქვა, რომ მზად არის, არა მხოლოდ სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეამციროს, არამედ 1 წლით ადრე კონტრაქტი შეწყვიტოს და ახალი პირობებით ტენდერში მონაწილეობა მიიღოს.   

“ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა.“ლიბერთი ბანკმა“ თქვა, რომ არა უბრალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, არამედ 1 წლით ადრე მზად არის, გაწყვიტოს კონტრაქტი, რითაც წვალობდნენ პენსიონერები და უზარმაზარ, 36%-ში იღებდნენ სესხებს.

ისინი ამბობენ, რომ თუ ხვალ გამოცხადდება ახალი ტენდერი, ახალი პირობებით, მზად ვართ, ამაში მონაწილეობა მივიღოთ. მოვიგებთ -მოვიგებთ, წავაგებთ-წავაგებთ. რა თქმა უნდა, პრემიერთან გვექნება საქმე, რომ ახალი კომისია შეიქმნას, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ. დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი წარმომადგენლობა იქნება ჩართული, ეს იქნება ამ ქვეყნის წარმატება, რომ პენისონერებმა სარგებელი ნახონ და 36%-ში არ იღებდნენ იმ სესხს“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023