საზოგადოება
06/12/2021
ლაშა ხუციშვილი: 2017 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გაყინული გვქონდა
2022 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასი 10%-ით გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ხელფასების რეგულირების ახალი წესი დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო მოხელეს ისევე გაეზრდება ხელფასი, როგორც კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს.
"2017 წლიდან საჯარო სექტორში პრაქტიკულად გაყინული გვქონდა ხელფასების ზრდა, თუ არ ჩავთლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიცაა მასწავლებლების, პოლიციის ხელფასების ზრდას", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.