საზოგადოება
03/05/2022

ლანჩხუთის 11 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება 2023 წლის ბოლოდან ექნება

ლანჩხუთის 11 სოფელს  24 საათიანი  წყალმომარაგება 2023 წლის ბოლოსთვის ექნება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

მისი ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით  25 მილიონი ლარია. ამ დროისთვის დასრულებულია პროექტირება, მიმდინარეობს გაბურღვითი სამუშოები, მალე დაიწყება მილების ჩაწყობა, პროექტი წელიწადნახევარში დასრულდება.

"წყალმომარაგების სისტების მოწერსრიგება მუნიციპალიტეტმა უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. ეს ძირითადად რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით ხორციელდებოდა. არის რამდენიმე სოფელი,სადაც უკვე დასრულებულია წყლის სისტემის მოწესრიგება, თუმცა, ამ სოფლებში ჯერ ტექნიკური წყალია, ქალაქის სრული წყალომარაგება  2020  წელს დასრულდა,"-აღნიშნავს სარიშვილი. 

შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშ ჯამში 54 სოფელია.