საზოგადოება
05/07/2022

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროექტი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება. 

ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება. 

"ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით, ახლა უკვე სახეზეა დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. 

დეტალებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც ისაუბრა. 

მისი ინფორმაციით, ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. 

"ეს არის სიმსივნის მკურნალობის წინა ხაზი, პროტონული თერაპიის დროს როდესაც ხდება პაციენტის დასხივება, ნადგურდება მხოლოდ სიმსივნით დაავადებული უჯრედები და ჯანსაღი უჯრედები არ ნადგურდება. სწორედ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დროს. უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

მინისტრის თქმით, მეორე ციკლოტრონი მთლიანად დაეთმობა სამეცნიერო კვლევით პროცესს.  

"მსოფლის წამყვანი მეცნიერები უდიდესი ენთუზიაზმით შეხვდა იმ პროცესს, რომ ჩვენ გვექნება მთლიანად მეცნიერებისთვის განკუთვნილი ციკლოტრონი და მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქართველ მკვლევარებთან ერთად აწარმოონ ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო კვლევები - მედიცინაში, სამედიცინო ფიზიკასა და ბირთვულ ფიზიკაში", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022