საზოგადოება
18/06/2021

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის გზის კმ 125-კმ 137 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, რკინა- ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, განივი წყალგამტარი მილების მოწყობა,ქვაბულის დამუშავება ოთხკუთხა რკინა- ბეტონის მილების მოსაწყობად. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.