საზოგადოება
05/05/2021

კუმისში "არაბული სოფელი" აღარ აშენდება

კუმისში "არაბული სოფელი" აღარ აშენდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, პრობლემა  მიწის ნაკვეთის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებით შეიქმნა.

„ვერ დამტკიცდა განაშენიანების გეგმა, რადგან იქ არ არის კომუნიკაციები და არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შესაბამისად, ჩვენი და ეკონომიკის სამინისტროს ერთბლივი გადაწყვეტილებით, ინვესტორს განაშენიანების გეგმის დამტკიცებაზე უარი ვუთხარით,“ - აცხადებს ბუდაღაშვილი.

შეგახსენებთ, გარდაბანის რაიონის სოფელ კუმისში, აღნიშნული ტერიტორია შპს „კუმისი 21"-მა 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით არაბზე გაასხვისა.

ერთ-ერთი ვერსიით, ინვესტორებს იქ გასართობი კომპლექსის აშენება უნდოდათ, მეორე ვერსიით კი - სოფლის, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. პროექტით იგეგმებოდა 161 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ათვისება.