საზოგადოება
28/01/2021

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოფა.

მისი თქმით, კულტურასა და სპორტს, ახალგაზრდობაც დაემატება და ჩამოყალიბდება, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ის უძვირფასესი ნაწილია, რომელზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. აგრეთვე, გასათვალისწინებელია ჩვენი სპორტსმენების მიღწევები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022