კოვიდვაქცინის ბუსტერდოზების გაკეთების ვადა შემცირდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერდოზების გაკეთების ვადა შემცირდა. ცვლილება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
ცვლილების თანახმად, ბუსტერდოზით ადმინისტრირება, 6 თვიანის ნაცვლად მინიმუმ 5 თვიანი ინტერვალით განხორციელდება პირველადი კურსის დასრულებიდან. დრო აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა გაკეთდება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3 თვიანი ინტერვალით.
12-15 წლის ასაკის მოზარდებში Covid-19 საწინააღმდეგო PfaizerBioNTech ვაქცინის მეორე დოზით ადმინისტრირება (30 მიკროგრამი) რეკომენდებულია განხორციელდეს პირველი დოზის მიღებიდან 3-დან 12 კვირამდე ინტერვალით.