კოვიდვაქცინაცია შესაძლოა ყოველწლიურად გახდეს აუცილებელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი შესაძლოა ე.წ. სეზონური ვირუსი გახდეს და გრიპის მსგავსად ვაქცინაცია ყოველწლიური აუცილებლობა იყოს.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ორჯერადად იქნება ვაქცინირებული, 6-12 თვის შემდეგ, სურვილის მიხედვით, მას შეუძლია მესამედ ჩაიტაროს ვაქცინაცია. მესამედ აცრის შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვა ვაქცინა და არა ის ვაქცინა, რომლითაც ორჯერადად იქნება აცრილი.
“რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხსნის დაცვითი ეფექტი აქვს ორჯერად ვაქცინას, ჯერ ამ ტიპის დაკვირვებები ძალიან ცოტაა. თუმცა, “ფაიზერმა“ უკვე გამოაქვეყნა, რომ საჭირო იქნება მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა 6-დან 12 თვის განმავლობაში. ანუ, საუბრები იქითკენ მიდის, რომ შესაძლოა კორონავირუსი ე.წ. სეზონური ვირუსივით გახდეს, გრიპის მსგავსად, როცა საჭიროა ყოველ წელს 1 ინექციის გაკეთება. ამაზე რა თქმა უნდა ვაქცინის შემქნელი კომპანიები და სამეცნიერო საზოგადოება მუშაობს. დღეს ერთგვაროვანი პასუხი ამაზე არ არსებობს“, “, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.