საზოგადოება
19/03/2021

კოვიდვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,“ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება.

მისი თქმით, ვინაიდან ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა ანაფილაქსიური რეაქცია გამოვლინდეს, პროცესი ისეთ კლინიკებში უნდა ჩატარდეს, რომელსაც რეანიმაციული განყოფილება აქვს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ სამედიცინო პერსონალი კომაში ჩავარდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

“მიუხედავად იმისა, რომ დროულად შესრულდა ჩარევა და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან რეანიმაციული განყოფილება იქვე იყო, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. ასეთი 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება. რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩარევა იყოს დროული“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner