საზოგადოება
18/08/2021

კოვიდკლინიკებში ექთნის ხელფასი ₾1600-მდეა, სანიტრის 800-მდე, ექიმის 5000-ს აღემატება - მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონების მასშტაბით, კოვიდკლინიკებში ექთნების ხელფასი 1400 ლარიდან 1600 ლარამდეა, სანიტრების 600-დან 800 ლარამდე, ექიმების ხელფასი 5000 ლარს აღემატება. 

“იმ გარემოებების გათვალისწინებით, თუ რა იყო მათი ხელფასები კოვიდის წინა პერიოდში, რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი ანაზღაურება. თუმცა, ასევე შეიძლება განვიხილოთ ამ დანამატების კიდევ ზრდა, ან მენეჯმენტის უკეთესად გამართვა საავადმყოფოებში, რადგან ექიმების ინტერესები, როგორც ანაზღაურების, ისე სამუშაო გარემოს კუთხით, იყოს მაქსიმალურად დაცული“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.