საზოგადოება
27/05/2021

კოვიდ რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა ₾50 მლნ-ს აჭარბებს  - IDFI

კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 112 991 ჯარიმა გამოიწერა, ჯარიმების საერთო მოცულობა 50 000 000 ლარს აჭარბებს. კვლევას IDFI ავრცელებს.

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი დარღვევა, 31%  თბილისში გამოვლინდა. დარღვევების რაოდენობით 11%-ით მეორე ადგილს აჭარა იკავებს. მას მოჰყვება ქვემო ქართლი, რომელზეც გამოვლელინ სამართალდარღვევათა 9% მოდის.

2021 წლის თებერვლის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 93 403 ჯარიმა გამოიწერა.

“მაღალი ალბათობით, ამ ჯარიმათა აბსოლუტური უმრავლესობა  უკანონოა“,- აცხადებენ IDFI-ში.

ჯანდაცვის სამსახურების მიერ, ეკონომიკური სუბიექტების მიერ კოვიდ რეგულაციების დარღვევის 181 ფაქტი გამოვლინდა.  დარღვეულ რეგულაციებს შორისაა დახურულ სივრცეში შეკრება, დისტანციის დაუცველობა, საბითუმო/საცალო ვაჭრობა, ღონისძიების ორგანიზება, რესტორნების ფუნქციონირება, კლუბის ფუნქციონირება, შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობა.

ჯანდაცვის სამსახურების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა დაახლოებით 92% სამ ქალაქში გამოვლინდა - თბილისში (69%), ბათუმში (14%) და ქუთაისში (9%).

ინფორმაციისთვის, პანდემიის დროს საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და რეგულაციების დარღვევაზე ჯარიმები დააწერა.

ბიზნესისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი, 10 000 ლარით. 2 000 ლარიანი ჯარიმაა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების დარღვევაზე. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარიან ჯარიმას იწვევს, განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა ორმაგდება. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და 1000 ლარი იქნება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023