საზოგადოება
21/07/2020

ქორწინების რეგისტრაციის საზეიმოდ ჩატარებაც ნებადართულია

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განაახლა.

ქორწინების მსურველმა წყვილმა საზეიმო ცერემონიალის სერვისის მისაღებად უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ტერიტორიულ სამსახურებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე - my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ფილიალი და ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს.

შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს.

საზეიმო ცერემონიის დროს, ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა ე.წ. სამზითვო „ვეფხისტყაოსანი“. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტიდან დროებით შეჩერებული იყო, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო. მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლებმა/საზოგადოებრივმა ცენტრებმა 5 მაისიდან მუშაობა განაახლეს, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო, მხოლოდ საზეიმო რიტუალის გარეშე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022