საზოგადოება
22/02/2022
ქორწილისა და ქელეხის გამართვაზე აკრძალვა მოიხსნება
სოციალური ღონისძიებებზე შეზღუდვა პირველი მარტიდან მოიხსნება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებში შესაძლებელი იქნება წვეულებების, ქორწილების, ქელეხების გამართვა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვა იხსნება, თუმცა დახურულ სივრცეში 1 მაგიდასთან შესაძლებელი იქნება 10 ადამიანის განთავსება, ღია სივრცეში კი, 1 მაგიდასთან 15 ადამიანის განთავსება.