საზოგადოება
19/03/2020

კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს პნევმონია აქვს

კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტიდან 12-ს პნევმონია აქვს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი 3 ადამიანის მდგომარეობას, მათ შორის 2 ხანდაზმული, საყურადღებოდ მიიჩნევს.

ამირან გამყრელიძის თქმით, 39 ინფიცირებულიდან 1 ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია, 3-საჩხერის სავადმყოფოში, 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

Businesspartner