საზოგადოება
05/10/2021
კონცერტებისა და ფესტივალების გამართვაზე შეზღუდვა იხსნება
კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.
"იხსნება კონცერტებსა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა. მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით",- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.