საზოგადოება
11/03/2023

კონსტრუქტ2: მშენებლობის დარგში დაქირავებულ კადრებს, სექტორი მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს

სამშენებლო სექტორი მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  პროფესიული კოლეჯის „კონსტრუქტ2“-ის ხელმძღვანელი, თამარ ზაქარაშვილი საუბრობს.

მშენებლობის დარგში დაქირავებულ კადრებს, სექტორი მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა როგორც კოლეჯი „კონსტრუქტ2“-ის ხელმძღვანელი ამტკიცებს ბიზნესის ნებისმიერ სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი მუდმივი პრობლემაა.

„ადამიანები თანამედროვე უნარებსა და კომპეტენციებს არ ფლობენ, რომელსაც ბიზნეს სექტორი ეძებს, ამიტომ პროფესიული განათლება არის დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლებისკენ უმოკლესი გზა," - აცხადებს ზაქარაშვილი.

როგორც პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელი ამბობს, მნიშვნელოვანია აპლიკანტებამდე ინფორმაციის მიტანა, რომ პროფესიული განათლება არის საუკეთესო საშუალება ბიზნესსა და დამსაქმებლებს დაუკავშირდნენ, ამასთან სწორი კომპეტენციები შეიძინონ, რაც დღეს ბაზარს სჭირდება.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის სექტორში საშუალო ხელფასი 2 304 ლარს შეადგენდა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020