IKANI-ს სამკაულებზე მოთხოვნა მზარდია
IKANI-ს ბუნებრივი ქვებით გაფორმებულ ვერცხლის სამკაულებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც ბრენდის დამფუძნებელი, გიორგი სანებლიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, ამის გამო კომპანიას თითქმის ყოველ თვე ახალი კადრის დამატება უწევს.
გაზრდილი მოთხოვნის ფონზე IKANI ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას და ქვეყანაში ახალი ფილიალების დამატებას აპირებს.
ცნობისთვის, IKANI - ს ბუნებრივი ქვებით გაფორმებული ვერცხლის ხელნაკეთი სამკაულები უკვე უცხოეთის ბაზარზეც გავიდა. ბრენდის აქსესუარები უკვე ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება. კომპანია აქტიურად მუშაობს ამერიკის კიდევ რამდენიმე მაღაზიაში სტენდების დამატების საკითხზე.
ქართული ბრენდი, ბუნებრივი ქვებით გაფორმებულ ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს უკვე 5 წელია ქმნის. IKANI ამ ეტაპზე, საქართველოში - თბილისსა და ბათუმში ორი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
საქართველოსა და ამერიკის ბაზრების სრულფასოვნად ათვისების შემდეგ ბრენდი ახალი საექსპორტო მიმართულებების დამატებასაც გეგმავს.