ეკონომიკა
08/03/2023

საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების სექტორშია

საქმიანობის სახეების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დაბალი სახელფასო ანაზღაურება განათლების სექტორშია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში განათლების სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 920 ლარი იყო. რაც შეეხება, ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროებს, საქსტატის მონაცემებით, ამ ჩამონათვალში 2022 წლის მესამე კვარტალში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ლიდერობდა, სადაც საშუალო ნომინალური ხელფასი 3 330 ლარს შეადგებდა.

მაღალანაზღაურებადი საქმიანობების სამეულშია მშენებლობა, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სფერო.

ს2022 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის სექტორში საშუალო ხელფასი 2 304 ლარი, ხოლო ასევე საფინანსო და სადაზღვევო სფეროში 2 229 ლარი იყო ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 1,595 ლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 16.5%-ით, ანუ 226.5 ლარით მეტია.

Businesspartner