საზოგადოება
18/10/2022

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების აქტივობები EPRA-მ ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელა

კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების აქტივობები ცნობიერების ამაღლების საუკეთესო მაგალითად დაასახელდა. კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ და აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ქორიძემ მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული პლატფორმის (EPRA) 56-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი მედიაწიგნიერების განვითარებას, მარეგულირებლების როლსა და ამ მედიაწიგნიერების ხელშეწყობის მექანიზმებს ეხებოდა.

მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ, 47 ქვეყნის 150 წარმომადგენელს, გლობალური მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებები წარუდგინა, რომელიც EPRA-ს საბჭოს წევრებმა მედიაწიგნიების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და განვითარების ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითად შეაფასეს. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია EPRA-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ცნობისთვის, მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული პლატფორმის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება. წლევანდელი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე დელეგატებმა ტრადიციული და ციფრული მედიის რეგულირებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ქვეყნების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ახალი აუდიოვიზუალური დირექტივის (AVSMD) განხორციელების კონტექსტში ვიდეო-გაზიარების პლატფორმების (VSPs) რეგულირების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებისა და ამ პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022