საზოგადოება
25/03/2021

კომენდანტის საათის გადაწევაზე მთავრობა აპრილის დასაწყისში იმსჯელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება, თუმცა საგანგაშო მდგომარეობა არ არის. 

მისი თქმით, თუ ამ ეპიდსიტუაციის მაჩვენებლები შენარჩუნდება, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში კომენდატის საათის ცვლილებებს განიხილავენ. 

“კომენდანტის საათი ეს არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება, პანდემიის დროს, შემზღუდველ ღონისძიებებში, ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად. 

ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მაგრამ საგანგაშო არ არის. თუ ჩვენ ეს ეპიდსიტუაცია გვექნება მარტი-აპრილში, დარწმუნებულები იყავით, მაისში ძალიან კარგი იმედით შევალთ. მარტის ბოლოს აპრილის დასაწყისში კი, ქვეყანამ კომენდანტის საათის გარკვეულ ცვლილებებზე შეიძლება იზრუნოს და განიხილოს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ინფორმაციისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.