საზოგადოება
16/12/2021

კობა გვენეტაძე: 2022 წლიდან ფასების შემცირება დაიწყება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პროგნოზირებს, რომ 2022 წლიდან საქართველოში ფასები შემცირებას დაიწყებს. 

მისი თქმით, ინფლაცია მომდევნო წლის მარტიდან შემცირდება და ეტაპობრივად მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. კობა გვენეტაძე აქვე დასძენს, რომ ამას პროგნოზირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი. 

"მიმდინარე პერიოდში ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის, შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში ფასების ზრდა შემცირებას დაიწყებს შემდეგი წლიდან და ეტაპობრივად სხვა თანაბარ პირობებში დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.