საზოგადოება
20/04/2021
ხვალ, საკოორდინაციო საბჭო დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დამატებითი რეგულაციების საკითხს განიხილავენ.
“ეპიდვითარება რთულდება. დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებულია. აგრეთვე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა - პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს.
ხვალ საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც განვიხილავთ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომელიც ეფექტური იქნება.
საბჭოზე ჩვენ განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომელიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, იმისათვის რომ ქვეყანაში დაწესდეს სხვადასხვა რეგულაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.