ხმის დიზაინი და მუსიკა ვიზუალური მედიისთვის - POSTRED-მა აკადემია შექმნა
POSTRED Academy USAID-ის პროგრამასთან "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და დაინტერესებულ ადამიანებს ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის შეასწავლის.
რაც შეეხება თვითონ POSTRED-ს, პოსტპროდუქციის სტუდიაა, რომელიც კომპანია აუდიო-ვიზუალური და იმერსიული მედია მომსახურებას უზრულველყოფს, კერძოდ, ხმა და მუსიკა ფილმისთვის, რეკლამისთვის, ვიდეო თამაშებისთვის და სხვა სატელევიზიო თუ ინერაქტიული მედიისთვის.
ბოლო 7 წლის განმავლობაში, POSTRED-ი თანამშრომლობდა ისეთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Paramount Pictures, HBO, Netflix, BBC, Hulu, A24, Apple TV+, The Farm Group, Formosa Group და სხვები.
POSTRED-ის ფორტფელშია ისეთი პროექტები როგორიცაა, საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, ასევე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Euphoria და სხვა.