საზოგადოება
28/01/2021

ხეჩინაშვილის კლინიკა: ტარიფის გაზრდაზე ან შემცირებაზე პროგნოზს ვერავინ გააკეთებს

„ტარიფის გაზრდაზე ან შემცირებაზე პროგნოზს ვერავინ გააკეთებს“, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა მაია მახარაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

მისი თქმით, ტარიფიკაცია ადრეც იყო დაანონსებული, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრაზე კი, სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

„კლინიკები ჩავერთებით პროცესში, რომ განფასება იყოს სტანდარტული, ყველასთვის გასაგები, რომელიც ალბათ უფრო მეტად აჩვენებს სამინისტროს რა ხარჯი აქვს კლინიკას. ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის პირობებში არსებობს  ისტორიული ფაქტი, როდესაც  კლინიკამ, რომელიც ძველი დაფუძნებული იყო და ფასიც ძველი ჰქონდა, ახალი ტარიფი ვერ დადო.ახალი კლინიკა კი რომ იხსნებოდა, მას შეეძლო უკვე ახალი ფასი დაედო. ამ ტარიფებს შორის  კი დიდი განსხვავება იყო“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

როგორც მაია მახარაშვილი ამბობს, მინისტრთან შეხვედრაზე ფასების ინდექსაციაზეც იყო საუბარი.

„3-5 წელიწადში ერთხელ მოხდება ფასების ინდექსაცია, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში. საუბარია  იმაზე, რომ თვითონ ფასწარმოქმნა გავიაროთ ერთად და დასტაბილურდეს პირობითად კონკრეტულად გარკვეული ტარიფები. თვითონ ფასების  ჩამონათვალი ძალიან დიდია. წარმოუდგენელია ერთ და ორ  დღეში ცალკეული კოდი გაიაროს ვინმემ. თუმცა, აქ ფორმატზეა ლაპარაკი, თუ ამ ფორმატზე შევთანხმდებით, ყველასთვის გასაგები იქნება ვის რა, როგორ აქვს ჩაშლა. სტანდარტული, გამჭვირვალე, ღია ფორმულა - ეს იყო იმათი მესიჯი და შემდეგ ინდექსაცია, რაც ცუდი არ არის“,- განაცხადა მაია მახარაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022