საზოგადოება
07/05/2021

ხე-ტყის უკანონო ჭრა დრონებით გაკონტროლდება

ხე-ტყის უკანონო ჭრის კონტროლი სატელიტის, ან დრონის გამოყენებითაც გაკონტროლდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე სოფლის მეურნეობის სააგენტო უკვე მუშაობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ უწყების ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი აცხადებს, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ორდონიანი კონტროლი წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. უკვე ინერგება ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც სატელიტიდან, ან დრონებიდან მოგვცემს საშუალებას, რომ ორდონიანი კონტროლი განვახორციელოთ. ერთი ხმელეთზე, ხოლო ერთი დისტანციურად. ახლა მიდის ამაზე მუშაობა. იმედია, წლის ბოლოსთვის შევძლებთ ამ თანამედროვე ტექნილოგიების დანერგვის პროცესსაც“,- განაცხადა ამირგულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ზედამხედველობას გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. თუმცა, 2020 წელს მიღებული ახალი ტყის კოდექსის თანახმად, კონტროლის ფუნქცია სატყეო სააგენტოსაც დაუბრუნდა.