საზოგადოება
20/05/2021
ხაშურში, სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობაზე ₾1.8 მლნ დაიხარჯება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,ამ ეტაპზე ხორციელდება გზის დამცავი ხელოვნური ნაგებობების-კედლების და გაბიონების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტი, მოეწყობა სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები.
სოფელში, ამ დრომდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, რაც, განსაკუთრებით, უამინდობის პერიოდში გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ამჯერად კი მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
„აღნიშნული პროექტი მთელ სოფელს მოიცავს და მოწყობილი გზით 900-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1 840 009 ლარს შეადგენს“ -აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.