საზოგადოება
17/02/2021

ხაშურში პროფესიული სასწავლებელი შენდება

ხაშურში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწავლებელი გათვლილია 150 მოსწავლეზე.
 
თანამედროვე ტიპის 3 სართულიან შენობაში იფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის ტექნიკის, ელექტრომექანიკის, ავტოსატრანსპორტო, სამშენებლო საქმის, სატყეო საქმის, მეფუტკრეობისა და კულინარიის სახელოსნოები.
 
შენობაში ასევე თავმოყრილი იქნება სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ადაპტირებული სველი წერტილები და სპორტული მოედანი. პროფესიულ სასწავლებელი აღჭურვილი იქნება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ცენტრალური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წლის ნებისმიერ დროს სწავლისთვის საჭირო კლიმატის შექმნას. შენობა ასევე აღჭურვილი იქნება სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით.
 
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
Businesspartner