საზოგადოება
25/02/2022

ხარვეზი გამოსწორდა – "მეგალაბის" პაციენტებს ანალიზების პასუხების მიღება რამდენიმე დღით დაუგვიანდათ

მულტიფუნქციური ლაბორატორია „მეგალაბში“ ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ jandacva.ge-ს  ლაბორატორიის კლინიკურმა დირექტორმა, ნინო ლუღათავამ განუცხადა.

მეგალაბში“ ტექნიკური შეფერხება 2022 წლის 21 თებერვლიდან დაფიქსირდა, რის შედეგადაც პაციენტების ნაწილი კონკრეტულ კვლევებზე პასუხს (D-დიმერიკოაგულოგრამა) რამდენიმე დღის დაგვიანებით იღებს.

დღეს ლუღათავა აღნიშნავს, რომ პრობლემა შეიქმნა  IT მიმართულებით, რომლის შედეგადაც ანალიზის პასუხების ატვირთვა და მისი პაციენტებთან გაგზავნა დროულად ვეღარ ხდებოდა.

ლუღათავას ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პროგრამული ხარვეზი „მეგალაბს“ არ ჰქონია და ეს პანდემიის გამო გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

„ხარვეზი მოხდა მაღალი დატვირთვიდან გამომდინარე, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას დააწვა. პროგრამა ვერ ახერხებდა კვლევების ავტომატურ გადაგზავნას.  დღე-ღამეში ჩვენს ლაბორატორიაში 14 000 ანალიზი კეთდება, როცა სხვა ლაბორატორიები ამავე პერიოდში  აკეთებენ  80, 90, 100  ანალიზს.

მეგალაბის“ თანამშრომლები ვისხედით და ყველაზე მძიმე პაციენტების კვლევების ატვირთვას ხელით ვახდენდით. ბევრი პაციენტი ელოდება თავის პასუხს, ამისთვის მათ დიდ ბოდიშს მოვუხდით. „მეგალაბი“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ისეა აღჭურვილი, რომ ამაზე დიდ დატვირთვასაც გაუძლებს, უბრალოდ, ხარვეზი პროგრამული მიმართულებით  მოხდა ,“-აცხადებს ლუღათავა.

მეგალაბის“ კლინიკური დირექტორი ასევე ამბობს, რომ დიდი დატვირთვის ფონზე მსგავსი პრობლემა სხვადასხვა ლაბორატორიასაც შეექმნა.

„ქვეყანაში მაღალი ინფიცირების ფონზე ყველას ერთი და იგივე ტიპის კვლევებს უკეთებენ, ამიტომ, ვერცერთმა ლაბორატორიამ ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლო. ჩვენ შესრულების მხრივ პრობლემა არ გვქონია, როგორც აღვნიშნე, ხარვეზი პასუხის ავტომატური გადასვლის დროს დაფიქსირდა,“-აცხადებს ლუღათავა.

კითხვაზე, როდისთვის მოხდება სრულად „მეგალაბში“ არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო  პასუხების პაციენტებისთვის მიწოდება, ლუღათავა განმარტავს, რომ მაქსიმალური ვადა დღეს დღის ბოლოა.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აპირებს თუ არა „მეგალაბი“ პროგრამული ნაწილის გაძლიერებას, ლუღათავა აცხადებს, რომ მულტიფუნქციურ ლაბორატორიაში უკვე ჩაირთო პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, რაც მსგავსი ტიპის ტექნიკურ შეფერხებას სრულად გამორიცხავს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023