 
                                                                        
                                    
                                    
                                    
                                ენერგეტიკა
                                30/10/2023
                                
                            მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე ხუთი ელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილა, რომელთა განხორციელებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები უნდა ჩატარდეს, -ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის სხდომაზე წარდგენილი ჰიდროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 118 მგვ-ზე მეტია, ხოლო ჯამურად განსახორციელებელი ინვესტიცია 167 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროექტები შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ − ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.

 
                         
                            