საზოგადოება
17/01/2022

"ხარისხიანი და იაფი წამლები შემოვა" - თურქული მედიკამენტებისთვის ქართული ბაზარი გაიხსნა

მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარი გაიხსნა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. 

მისი თქმით, თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტის მედიკამენტები შემოვა, პრემიერი გვპირდება რომ ფასი იქნება დაბალი. 

"ფასებს შორის დიდი სხვაობაა. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. არგუმენტი არ არსებობდა რატომ არ უნდა გახსნილიყო თურქეთის ბაზარი. ბაზრის გახსნაზე განკარგულება დღეიდან შევიდა ძალაში და იმედია, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად და სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასს",- აღნიშნა ირაკლი ღარობაშვილმა.