საზოგადოება
20/03/2020

ქართველი სამხედროები სამშობლოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

ქართველი სამხედროები რუმინეთში, წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.

რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დაბრუნდნენ.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თბილისის აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

Businesspartner