საზოგადოება
21/09/2021

კალაძე: მიწისზედა მეტროზე კვლევები ჩატარებულია, თუმცა დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარდა, თუმცა დეტალურ პროექტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. 

მისი თქმით, პროცესი პანდემიამ შეაფერხა. 

"ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩატარებულია. დეტალურ პროექტზე არ გადავსულვართ, რადგან პანდემიის პირობებში მოგვიწია ძალიან ბევრ პროექტზე უარის თქმა, რაღაცეების დროებით გაჩერება. სამომავლოდ აუცილებლად იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. დამატებით ამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევიდან რაღცეებს ველოდებით, ციფრებს", - აცხადებს კახა კალაძე. 

ინფორმაციისთვის, მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. პროექტით, პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ "სამგორის" ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დაკავშირება იგეგმება. მეორე ეტაპზე კი, თბილისი-რუსთავის დაკავშირება.