კახა კუჭავა: მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე რეაგირება მალე უნდა მოხდეს
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საცხოვრებელი კორპუსების მიშენებებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ემხრობა.
მისი თქმით, მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადაში უნდამოხდეს.
"ზოგადად, პრობლემა დგას მიშენებებთან დაკავშირებით, რომელიც გვახსოვს 90-იანი წლებიდან საკმაოდ პოპულარული იყო. აუცილებელია, იქ, სადაც არა მხოლოდ კითხვის ნიშანი ჩნდება, არამედ თითქმის ყველა მსგავს მიშენებებთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნას, შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს და ჩვენი მხრიდანაც შეიძლება ინიციატივა წამოვიდეს, რომ ამ კუთხით მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს. მინიმუმ, კარგად უნდა გვესმოდეს, რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს აქედან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს. ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება, ამ საკითხების ერთად თავმოყრა და შემდეგ, მოკლე ვადებში გადაწყვეტილების მიღება მოხდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.