კახა კალაძემ თბილისის მთავრობის შემადგენლობა დაასახელა
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.
კახა კალაძემ ვიცე-მერის თანამდებობაზე ირაკლი ხმალაძის კანდიდატურა დაასახელა, აგრეთვე მერის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი არიან ილია ელოშვილი, ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია.
რაც შეეხება მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელის კანდიდატურებს:
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ვალერი ჭიღლაძის კანდიდატურა დასახელდა; ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ვახტანგ ლომჯარიას; გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიგა გიგაშვილის;კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი გულავას; იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად სერგო ბირკაძის; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გელა ჩივიაშვილის; მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი პაპავას; საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გაიოზ თალაკვაძის; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად ნიკოლოზ ჭონქაძის; მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად კახა გულედანის კანდიდატურები დასახელდა.
თბილისის განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს ლევან ჯღარკავა, ქონების მართვის სააგენტოს ირაკლი თავართქილაძე, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელად კი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაინიშნა.
შეგახსენებთ, კახა კალაძე თბილისის მერად მეორედ აირჩიეს.