საზოგადოება
16/02/2022

კახა კალაძე: უკანონო მშენებლობებს არ დავუშვებთ

თბილისის მერისთვის სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. კახა კალაძე ამბობს, რომ მერია ამას არ დაუშვებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონობა ვერ დაკანონდება. არაერთხელ გავაკეთე განცხადებები თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმ ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც სოციალურად უჭირს, არ აქვს საცხოვრებელი და აქვს უსახლკარობის სტატუსი, ამ ადამიანებს მინდა ავუხსნა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იცხოვროთ ნორმალურ გარემოში.

გვაქვს პროგრამები, რომელიც დროებით ქირით უზრუნველყოფას გულისხმობს, პარალელურად, მიდის მუშაობა რომ ადამიანი თუ მართლა უსახლკაროა მიიღოს უსახლკარობის სტატუსი. შესაბამისად, არცერთი უსახლკარო თბილისელი დარჩება საცხოვრებლის გარეშე, ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება. სულ 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს და მომდევნო 4 წლის მანძილზე ყველა იქნება დაკმაყოფილებული. ეს პროცესი დაწყებულია და ამ თვეში უკვე რმდენიმე ოჯახს გადაეცემა საცხობრებელი," – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ ბავშვიან ოჯახებს მიმართა, რომ ყველა, ვინც უკანონოდ მიტაცებულ შენობებში იმყოფება და ეშიანით ქუჩაში დარჩენის, იქნება უზრუნველყოფილი პირველ ეტაპზე ქირით, ხოლო უსახლკარობის სტატუსის მიღების შემდეგ გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი.

"მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა და ბრალდებებისა, არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ბავშვების ინტერესებს გვერდით გადადებს, ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ასეთ ოჯახებს. ჩვენთვის ადამაინი იყო, არის და იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი. უამრავი პროგრამა გვაქვს ასეთი ადამიანების დასახმარებლად. თუმცა უკანონოდ სახელმწიფო მიწების მიტაცება და შემდეგ კონკრეტული ტელევიზიებით ამის წახალისება კატეგორიულად მიუღებელია, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. მივმართავ ტელევიზიებს, ნუ ახალისებთ უკანონობას."- აღნიშნავს, თბილისის მერი.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადამინები ნუ ჩაიგდებენ თავს უხერხულ მდგმარეობაში, რადგან თაღლითურად მიტაცებულ მიწაზე აშენებული შენობების დემონტაჟი აუცილებლად განხორციელდება. ხოლო ვისაც უკვე აქვს ასეთი შენობა, შესალებლობა აქვს თავად დაანგრიონ და მასალა გამოიყენონ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023