საზოგადოება
08/07/2021

კახა კალაძე: წლის ბოლოდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

2021 წლის ბოლოდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ ივლიან.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 300 ახალი მიკროავტობუსი უკვე გამოისყიდა. ახლა მას ვალდებულება აქვს, დამატებით 400 მიკროავტობუსი გამოისყიდოს. ჯამში წლის ბოლომდე თბილისისი მოსახლეობას 1000 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება.

“წლის ბოლოდან ქალაქში არ იმოძრავებს არცერთი ყვითელი, ძველი, გაუბედურებული, დანგრეული მიკროავტობუსი, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ადამიანებისთვის. სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო გვაქვს ნანახი, გამონაბოლქვის თვალსაზრისით როგორ პრობლემას წარმოადგენს გარემოსთვის. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი ჰაერის დაბინძურებაში, რომელიც ძალიან მაღალი იყო, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება.

ჩვენი დედაქალაქი იქნება მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. ყოველთვის გვეყოლება მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“,- განაცხადა კახა კალაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023